ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე ქალბატონი გარდაიცვალა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე, “თიბისი ბანკის” სათაო ოფისთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომანქანა 50 წლამდე ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
მისივე თქმით, ქალი გადადიოდა იმ ადგილზე, სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის.
შს სამინისტროს ინფორმაციით, “მერსედესის” მძღოლი არ მიმალულა. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მე-5 ნაწილით დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.