ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს ტყვია ესროლეს
თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა. პატიენტის ვარაუდით, გასროლა წინა კორპუსიდან განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 187- მუხლით დაიწყო (ნივთის დაზიანება ან განადგურება). დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნის შემდეგაც კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი.