თორდია-ფარცხალაძის საქმეზე ფინანსური პოლიციის თანამშრომელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები გამოიკითხნენ

​შს სამინისტროში თორდია-ფარცხალაძის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები გამოიკითხნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გამოკითხულია არაერთი პირი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები