„თუ ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას, დეკანოზ მამალაძეს დაენიშნება სახაზინო ადვოკატი “

“თუ ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, დეკანოზ მამალაძეს დაენიშნება სახაზინო ადვოკატი და სასამართლო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
წიკლაურმა მოსამართლის გადაწყვეტილებაც შეაფასა.
“მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ადვოკატები არ იცავდნენ კლიენტის ინტერესებს და მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, დაარღვიეს პროცედურები. მათ არ დაიცვეს სამართლებრივი პროცედურები, ამის შემდეგ, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ეს ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, დეკანოზ მამალაძეს დაენიშნება სახაზინო ადვოკატი და სასამართლო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო სხდომის შეწყვეტის მიზეზი ბრალდებულის პროტესტი გახდა – გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და ადვოკატებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რომლის დასრულების შემდეგაც, დარბაზში მხოლოდ პროკურორები შევიდნენ. ამის გამო მოსამართლემ საქმის განხილვა შეწყვიტა. როგორც ბრალდებულია ადვოკატმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განმარტა, მან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნა შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები