დეკანოზი მამალაძე: დასამალი არაფერი მაქვს

დასამალი არაფერი მაქვს, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
დეკანოზი დაინტერესდა, სასამართლო პროცესზე მისი როგორც მოქალაქის თუ როგორც სასულიერო პირის პირადი ცხოვრება განიხილება.
„დასამალი არაფერი მაქვს. ჩვენ განვიხილავთ აქ ჩემი, როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის პირად ცხოვრებას? ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას, თუ ჩემს პირად მიმოწერას? მზად ვარ, თუ თქვენ ამას გადაწყვეტთ, ბატონო მოსამართლე, ჩემი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს. დასამალი არაფერი მაქვს. “არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“, – აღნიშნა მამა გიორგი მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები