ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობასთან დაკავშირებით სათათბიროდ გავიდა

ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სათათბიროდ გავიდა. მისი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი, სრულად დაიხურება თუ არა ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესები.
ბრალდების მხარემ მოსამართლეს პროცესების დახურვის შუამდგომლობით დღეს მიმართა და მიზეზად საქმეში არსებული ინტიმური ვიდეომასალა დაასახელა. პროცესების დახურვის წინააღმდეგია დაცვის მხარე და თავად ბრალდებული – დეკანოზი გიორგი მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად, მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. უწყების ინფორმაციით, დეკანოზმა ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები