დეკანოზი გიორგი მამალაძე: მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის

„მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
​მისივე თქმით, ის აეროპორტში არ დაუკავებიათ. ბრალდებულმა ჩვენებისას აღნიშნა, რომ აეროპორტიდან წამოსვლის შემდეგ, მანქანაში „მოხდა მისი შებოჭვა“, პროკურატურაში კი ჩაუტარდა ჩხრეკა.
​„ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მანქანაში რომ ჩავჯექი, მოხდა ჩემი შებოჭვა. მეუბნებოდნენ, რომ მე ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში და არავითარი განმარტება არ მოუციათ. არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან. მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის. ჩვენებაში დავაფიქსირე ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები