ედიშერ ქარჩავა: “ციანიდის საქმეზე“ არის საკითხები, რომელთა გასაჯაროებაც შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს

„არის საკითხები, რომელთა გასაჯაროებაც შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს“, – ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ ე.წ. ციანიდის საქმის განხილვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
​მისივე თქმით, საპატრიარქოს მოთხოვნაა, ე.წ. ციანიდის საქმე ობიექტურად იყოს განხილული.
„პროკურატურის შუამდგომლობის დასაბუთებას ყველა უნდა დავესწროთ. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ობიექტური განხილვა მოხდეს და ერთი მხრივ, მამაოს ინტერესები უნდა დავიცვათ და მეორე მხრივ, იმ ადამიანთა ინტერესებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს მტკიცებულებები. მე საპატრიარქოს პოზიციას გაცნობებთ, რომ უნდა მოხდეს საქმის ობიექტური განხილვა. არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს“, – განაცხადა ქარჩავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 12:00 საათისთვის დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები