ადვოკატი: ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი ღია უნდა იყოს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები საქმის არსებითი განხილვის საჯაროობას ითხოვენ. გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული საქმის დეტალებს გაეცნოს.
“პირველ რიგში, პოზიცია უცვლელია და პროცესი აუცილებლად ღია უნდა იყოს და ყველამ შეძლოს, ნეიტრალურად მიიღოს ინფორმაცია. არ მიკვირს პროკურატურის, რადგან მათ დასამალი ბევრი აქვთ. საზოგადოებამ წინაზეც დაინახა, რომ ყველაფერი დაიხურა და არაფერი იყო ისეთი, რასაც ვერ გავახმაურებდით. ბრალდების მხარეს სამართლებრივი არგუმენტაცია არ აქვს ამ მოთხოვნის და იმედია, დღევანდელი მოსამართლე მაინც გაითვალისწინებს ამ არგუმენტებს. მოსამართლე იქნება პასუხისმგებელი და მის ინტერესში უნდა იყოს საჯაროობა. საუბარი იყო პირად ინფორმაციაზე და დეკანოზიც ამბობდა, რომ დასამალი არაფერი აქვს, მაგრამ თუ მოსამართლე მიიჩნევს, შესაძლოა, კონკრეტული მოწმის ჩვენება დახუროს და არა სრულად პროცესი“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 12:00 საათს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები