რუსთავში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
​როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული ერთი პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები