ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან. პარალელურად, დაიწყება მტკიცებულებთა გამოკვლევა და ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ კვლავ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენოს, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი, თავდაპირველად, მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. უწყების ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები