სამართალდამცველებმა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის სახლიდან პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ბინაში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.
“ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები. დაინიშნება ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
ოთარ წოწორია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები