ტყიბულში, ავარიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ტყიბულში, ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გაბრიაძის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. ავტომობილში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამამკაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც “ ტყიბულის ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები