ლაშა თორდია: ეს არის ცირკი, რომელსაც ფარცხალაძე მისი ადვოკატების საშუალებით ალაგებს

„ეს არის აბსურდის თეატრი, ცირკი, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე თავისი ადვოკატების საშუალებით ალაგებს“, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძის ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს.
“დაიწყეს უაზრო საუბრები წამიერ შეხვედრაზე. დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი არ მიჩხუბია, 10 წამში შემიძლია მე, მარტომ მის ადვოკატს დავმართო ჩემზე უარესი, რაც მათ დამმართეს. საუბრობენ იმაზე, რომ მე გავედი საპირფარეშოში, თავი ვურტყი კედელს და დაზიანებები თვითონ მივიღე, ეს არის აბსურდის თეატრი, ცირკი, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე თავისი ადვოკატების საშუალებით ალაგებს. მთავარი თემაა, სპეციალურად გამოძიება არის იმ მუხლით, რომ არ მოხდეს კამერების ჩანაწერების ამოღება, რადგან გავიდეს დრო და ამ კამერების ჩანაწერები წაიშალოს. ეს არის ჩემი ერთადერთი მტკიცებულება. მათი მოწმეები იქნებიან ის ადამიანები, რომლებზეც ისინი მოახდნენ ზეწოლას, რადგან ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძის მაგიდაზე, გარდა მიშა ჩოხელისა, იყო კიდევ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა, მოადგილე, საგამოძიებოს უფროსი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ხელეწიფება, რომ ზეწოლა მოახდინონ. ეს ადამიანები თავს გადაირჩენენ ყველანაირი ფორმით”, – განაცხადა ლაშა თორდიამ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები