თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან მამაკაცი სავარაუდოდ, გადმოხტა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოხტა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებს მამაკაცის გვამი დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები