ვაზისუბანში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა – დაშავებულს ოპერაცია უტარდება

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუა ხნის ქალბატონს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანა. როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, შუა ხნის ქალბატონს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მედიკოსებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები