პროკურორი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე: მიხეილ სააკაშვილის მოტივი იყო შურისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელაშვილის ცემის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე, პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა. გელაშვილის ცემის საქმეზე, სადაც ბრალი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, სასამართლოს სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ. მოწმეებმა ყოფილი დეპუტატისთვის მიყენებული დაზიანებების ხარისხზე ისაუბრეს. როგორც მოწმეებმა დაკითხვის დროს აღნიშნეს, ვალერი გელაშვილმა თავდასხმის შედეგად, დაზიანებები მიიღო და ეს დაზიანებები მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
​პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საქმის ირგვლივ ისაუბრა. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ დაზიანებები იყო მძიმე. შედეგად, გამოკვეთილია მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები. რაც შეეხება გელაშვილზე თავდასხმის მოტივს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოტივი იყო შურისძიება, ვინაიდან თავდასხმამდე, მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ყოფილი დეპუტატის ინტერვიუ, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი შეურაცხმყოფელი ფრაზებით იყო მოხსენიებული.
​პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე მოწმე დარჩა დასაკითხი, მათ შორის არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები