მექანიკოსის მკვლელობაში ბრალდებულს 18 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა

2016 წლის 5 ოქტომბერს, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პაატა ხოფერიას კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შეგახსენებთ, რომ მექანიკოსს რამაზ მჭედლიშვილს კონსტანტინე ლაშქარაშვილმა ავტოსახელოსნოსთან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მჭედლიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მოგვიანებით, შსს-მ რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობის ბრალდებით, კონსტანტინე ლაშქარაშვილი დააკავა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს ასევე, პაატა ხოფერია, რომელიც მკვლელობის მომენტში ლაშქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები