თორნიკე კაჭარავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლად თორნიკე კაჭარავას წარსულში ნასამართლეობა და მიმალვის შემთხვევაც დაასახელა.
კაჭარავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები