ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა დასრულდა – „გამოძიებას ყველა დეტალი მოვუყევი“

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა დასრულდა. გამომძიებლებს ფარცხალაძესთან კითხვები გენერალურ აუდიტორთან ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ.
დაკითხვა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“გამოძიებას მოვუყევი ყველა დეტალი, ინციდენტი არ ყოფილა, იყო წამიერი შეხვედრა”, – განაცხადა ფარცხალაძემ.
მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, კი ფარცხალაძე სიცრუეს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები