თორნიკე კაჭარავას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, კაჭარავას პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება. მას ბრალი მძიმე კატეგორიის მუხლით აქვს წაყენებული, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურორმა მოსამართლის წინაშე იშუამდგომლა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. ამასთან, პროკურორმა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლად თორნიკე კაჭარავას წარსულში ნასამართლეობა და მიმალვის შემთხვევაც დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება ბრალად, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მის მიმართ ზეწოლა და ძალადობა განახორციელეს. მოსამართლე ელენე გოგუაძემ პროკურორს პრეზიდენტის შვილის მეგობრის თორნიკე კაჭარავას მიერ გაკეთებული განცხადებისა და მოყვანილი ფაქტების გამოძიება და მათზე რეაგირება დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები