მოსამართლემ პროკურორს თორნიკე კაჭარავას მიერ დასახელებული ფაქტების გამოძიება დაავალა

მოსამართლე ელენე გოგუაძემ პროკურორს პრეზიდენტის შვილის მეგობრის თორნიკე კაჭარავას მიერ გაკეთებული განცხადებისა და მოყვანილი ფაქტების გამოძიება და მათზე რეაგირება დაავალა. მოსამართლემ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ორგანოები ბრალდებულის მიერ გაკეთებულ განცხადებას სათანადო რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.
საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება ბრალად, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მის მიმართ ზეწოლა და ძალადობა განახორციელეს.
მოსამართლის კითხვაზე, გააცნეს თუ არა მას დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მისთვის არავითარი დოკუმენტი არ წარუდგენიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები