ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიასთან დაპირისპირებაზე – „ინციდენტი იყო წამიერი“

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე მივიდა. მან ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიმართ მისი მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
„როგორც ადვოკატმა თქვა, ინციდენტი იყო წამიერი“, – განაცხადა ფარცხალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფარცხალაძის თქმით, „ეს თავად გენერალურ აუდიტორს უნდა ვკითხოთ“.
ოთარ ფარცხალაძე მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს. საქმე ეხება ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები