მოკლული მექანიკოსის საქმის მოსამართლე სათათბიროდ გავიდა – საქმეს ორი ბრალდებული ჰყავს

2016 წლის 5 ოქტომბერს, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული რამაზ მჭედლიშვილის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. მანქანის მექანიკოსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლეს.
საქმეს ორი ბრალდებული ჰყავს – კონსტანტინე ლაშქარაშვილს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო პაატა ხოფერიას დანაშაულის შეუტყობინებლობა.
„რამაზ მჭედლიშვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს,“ – აღნიშნა რამაზ მჭედლიშვილის მეუღლემ, მაია მჭედლიშვილმა.
გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ დილით გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები