ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა მიმდინარეობს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობის მონაწილეები აწყურისა და ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს მიაბრძანებენ. მსვლელობას ფილარმონიასთან, ოპერასთან, პარლამენტის შენობასა და პუშკინის სკვერთან შეკრებილი სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდნენ.
დღევანდელი მსვლელობა სამების ყოვლადწმინდა ტაძარში დასრულდება, სადაც 15:00 საათისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ტაძარში მყოფთ და მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს.
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე საქართველოში 2014 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.