ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა 3 საათზეა ჩანიშნული. ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა და მტკიცებულებების სახით, სხვადასხვა მასალა იქნება გამოყენებული.
11-12 მარტის ღამეს, ბათუმში, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს და მანქანები დაწვეს, მათ შორის, სამართალდამცავი უწყების მფლობელობაში არსებული. აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბათუმის ქუჩებში უკონტროლო სიტუაცია დაახლოებით 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა და ქალაქს 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული პირი დააკავეს. ბრალდებულებს გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები