შსს: ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა უახლოეს მომავალში მოხდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვება უახლოეს მომავალში მოხდება. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიების ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულია ათზე მეტი პირი და ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს გენერალური აუდიტორის – ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულია ათზე მეტი პირი, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზების დანიშვნის მიზნით, ნიმუშის სახით, გამოთხოვილია შესაბამისი მასალა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი.
გამოძიებამ დაასრულა ლაშა თორდიას გამოკითხვა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები