მეოთხე კლასელ გოგოზე ძალადობისთვის მისი ბიძა დააკავეს

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვანზე ძალადობის შემზარავი ფაქტი მოხდა.  მეოთხე კლასელ გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მისმა ბიძამ სცადა. გოგონა დეიდასთან ცხოვრობდა. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის 50 წლის მამაკაცი დააკავეს.  ადგილობრივები ყვებიან, რომ დაკავებისას მამაკაცი საკუთარ მანქანაში ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად გოგონა მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
ბავშვს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ამ დრომდე არ გაუვლია, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია და საჭირო თანხა არ აქვს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით  არის აღძრული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები