34 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს, ხოლო ოთხს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა 34 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს, ხოლო ოთხს საქმიანობა შეუჩერდა. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში, რომელიც გასულ კვირას (8-14 მაისს) ჩატარდა.
​სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას (8-14 მაისი) თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა. ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში. გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერდა 4 ბიზნესოპერატორს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები