თბილისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულია მცირეწლოვანი
გვიან ღამით, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 3 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.