დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვის, რეალიზაციისა და გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ, 29 239 კოლოფ ,,Master’’- ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’- ი, გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე. საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული პირი დააკავა პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი ამოიღო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 – ე მუხლის მე -3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 8 წლამდე ვადით”,  – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები