ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ანა მარგველაშვილის მეგობარი დააკავეს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულს შსს-ში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები