სასამართლომ ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულს და მის მეგობარს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, მტკიცებულების სახით, არსებობს მიმოწერა, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულები 77 წლის მამაკაცის მკვლელობას გეგმავდნენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ ბრალდებულების ახლობლები, თუმცა ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ.-მ და მისმა მეგობარმა, გ.გ.-მ მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, მ.კ.-ს ბაბუას, 1940 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა მ.კ. და გ.გ. თბილისში დააკავეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები