პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი 6 თანამშრომლის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 2-დან 8 ათას ლარამდე გირაოს შეფარდებას. საქმის მოსამართლე მაკა გველესიანმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და 6-ვე ბრალდებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომა 3 ივლისისთვის ჩაინიშნა.
პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი 6 თანამშრომლის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 2-დან 8 ათას ლარამდე გირაოს შეფარდებას. საქმის მოსამართლე მაკა გველესიანმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და 6-ვე ბრალდებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. ​მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები