ქედაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა

ქედაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ მახუნცეთთან მოხდა, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები