პარლამენტის სპიკერის თქმით, მმართველი ძალა კონსტიტუციის შეცვლით იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით მმართველი ძალა იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის.
გორში, კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვისას, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმესთვისაა ძველი კონსტიტუცია სასარგებლო, ეს არის მმართველი ძალა.
“ჩვენ რომ ვმოქმედებდეთ სუბიექტური ინტერესებით, დავტოვებდით ძველ კონსტიტუციას და ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა. არც დისკუსია გაიმართებოდა და არც არავინ გაგვლანძღავდა. თუ კი ვინმესთვისაა ეს კონსტიტუცია სასარგებლო სუბუექტურად, ეს მმართველი ძალაა. ჩვენი ხელით დავიწყეთ იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ იმ გაგებით, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი დღეს მოქმედი კონსტიტუციაა. ჩვენი ხელით ვიუარესებთ სუბიექტურ პოზიციებს. გადავდივართ შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე, ვზრდით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, ყველა თავში გვაქვს წინსვლა. არც ერთი მუხლი არ არსებობს, სადაც არ არის წინსვლა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე შეფასება გააკეთა პრეზიდენტის არჩევის წესზე და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა.
“მმართველ გუნდს, თავის დროზე, ჩამოყალიბებული ჰქონდა საპრეზიდენტო და ნახევრადსაპრეზიდენტო არჩევის წესი. კარგი გამოცდილება გვაქვს თუ არა, ამაზე მსჯელობა თქვენთვის მომინდვია. ბოლო არჩევნები არ იყო კლასიკური შემთხვევა, რადგან ვიცით, როგორ ჩატარდა ის და როგორ მოახერხა ჩვენმა კანდიდატმა მარტივად იმ პროცენტის აღება. საპარლამენტო მმართველობის პირობებში, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ტრადიცია, რეალურად, არ გვაქვს. ამიტომ, ტრადიცია არ არის ის, რასაც რეალურად შეიძლება, გაუფრთხილდე. ჩვენთვის მთავარია, ჩამოვაყალიბოთ დახვეწილი საპარლამენტო სისტემა და ამ ამოცანას ეწოდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები