სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები იგეგმება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მღვდელმსახურების მოტივით სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. შესაბამისი მიზნით, კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჯგუფის შექმნის მიზნებზე ისაუბრა და „გირჩის“ მიერ რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის შესახებ ისაუბრა.
“შეიქმნა ხელოვნური ინსტრუმენტი კონსტიტუციური ვალდებულებისაგან თავის არიდებისთვის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი. არის მცდელობა იმისა, კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ გავაკეთე პატარა სამუშაო ჯგუფი. არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში მოხდეს მკაფიო განმარტება. ვმუშაობთ ამ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები