კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებული და გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები დ.ჩ., ბ.გ., დ.ბ. და გ.ნ. ეგრეთ წოდებული ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.
ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.
შეგახსენებთ ასევე, რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კალმახისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები