„ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა“

“ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა, ანა მარგველაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ანა მარგველაშვილის თქმით, დაცვის მხარეს აქვს ყველანაირი მტკიცებულება, რითაც თათარიშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
“დღეს მიმდინარეობს მიხეილ თათარიშვილის პროცესი. ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა და გვჯერა, რომ ამას დავამტკიცებთ. იმედი გვაქვს მოსამართლის კეთილსინდისიერების”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები