IV მექანიზებულ ბრიგადას ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები ესტუმრნენ (ფოტოკოლაჟი)

ევროპის დღეების ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა დავითიანისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის IX-XII კლასების ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს. მათ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს, ესტუმრნენ სიმულაციურ ცენტრსაც.
IV მექანიზებული ბრიგადის S2 დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ნიქაბაძემ მოსწავლეებს სამხედრო ნაწილის ისტორია გააცნო და ბრიგადის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მასტერ-სერჟანტმა, ლევან ჯანგირაშვილმა კი მოსწავლეებს ლექცია – „ევროკავშირის მისიები და საქართველო“ წარუდგინა. მან ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოგვიანებით, ახალგაზრდებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
ქართველი და აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების შეიარაღებულ ძალებში სტუმრობა თავდაცვის სამინისტროსა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები