სოხუმში ძმამ ახალგაზრდა და ავტომატის ჯერით დაცხრილა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 1983 წელს დაბადებული მადინა ზანთარიას მკვლელობაში მისი ძმა, 1985 წელს დაბადებული რამინ ზანთარიაა ეჭვმიტანილი. რამინ ზანთარია დაკავებულია.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა კამათის ნიადაგზე მოხდა.
რამინ ზანთარიამ მადინა ზანთარიას ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები