ოკუპირებულ აფხაზეთში ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ე.წ. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„დაკავებულია 1983 წელს დაბადებული როლანდ აჟიბა. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული“ განაცხადეს ე.წ. უშიშროების სამსახურში.
სოხუმის მკვიდრის, ბესლან კვიცინიას ცხედარი აფხაზური მილიციის თანამშრომლებმა 2017 წლის 1-ელ იანვარს ოჩამჩირის რაიონში იპოვეს.
ამის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილის, როლანდ აჟიბას ძებნა მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები