„ ვცდილობთ, აფხაზეთის პირველი პირის დანიშვნის საკითხი ახალ კონსტიტუციაში ავსახოთ“

„კონსტიტუციის პროექტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რადიკალური სიახლე არაფერია, აქამდე, კონსტიტუციური სივრციდან ამოვარდნილი იყო აფხაზეთი. ჩვენ გვაქვს მცდელობა, კონსტიტუციაში ავსახოთ ის საკითხები, რომელიც გააუმჯობესებს ურთიერთობას თბილისში მყოფ აფხაზეთის დღევანდელ ხელისუფლებასა და ფედერალურ ხელისუფლებას შორის“, – აღნიშნული განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს აფხაზეთის პირველი პირის არჩევის საკითხი. გვაზავამ კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესზეც გააკეთა.
„ საერთოდ ამოვარდნილი იყო სივრციდან აფხაზეთის პირველი პირის დანიშვნა, ჩვენ ვცდილობთ, ავსახოთ ეს ახალ კონსტიტუციაში . თეთრ ლაქად იყო ის, რომ არ შეიძლებოდა დაგვენიშნა მთავრობის პირველი პირი. მთავარია, როგორი რესპუბლიკა იქნება საქართველო, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო. დღეს აღებულია გეზი საპარლამენტო რესპუბლიკისკენ. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აირჩევა პრეზიდენტი. პრეზიდენტის არჩევის ყველაზე დემოკრატიული წესი სახალხო არჩევნებია, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც არაპირდაპირ ირჩევა პრეზიდენტი. ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, თუ რა უფლებებიც ენიჭება პრეზიდენტს და პარლამენტს, აქედან გამომდინარე, უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი. ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია“,- აღნიშნა გვაზავამ.
​რაც შეეხება გამოთავისუფლებული მანდატების საკითხს, გვაზავა მიიჩნევს, რომ უფრო სწორი იქნება, თუ მანდატების გადანაწილება ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მოხდება.
„ მანდატების გადანაწილება საშუალებას იძლევა რომ არ შეიქმნას სიტუაცია სადაც ოპოზიციურ ძალებს საშუალება არ ექნებათ, თავისი აზრი დააფიქსირონ. გადანაწილების შემთხვევაში, მეტად იქნება დემოკრატია დაცული პარლამენტში“, – განაცხადა გია გვაზავამ. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები