ქეთევან ციხელაშვილი ახალგორთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას ეხმაურება – „არალეგიტიმური პროცესის გაგრძელებაა“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ახალგორთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას ეხმაურება. მინისტრის შეფასებით, ახალგორთან გადასასვლელი 2 დღით არის ჩაკეტილი, რაც იქ ინაუგურაციის პროცესს უკავშირდება. ქეთევან ციხელაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საზღვრის დროებით დახურვასთან დაკავშირებით, არალეგიტიმური პროცესის გაგრძელებად შეაფასა.
„ამჟამად, ახალგორის გადასასვლელი 2 დღით არის ჩაკეტილი. ეს უკავშირდება ინაუგურაციას .ე.წ. არჩევნების შედეგად, მაგრამ ამ მოვლენას ჩვენ განვიხილავთ იმ არალეგიტიმური პროცესის გაგრძელებად, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქვს ცალსახა შეფასება. ბუნებრივია, ამ ყველაფერს არ აქვს სამართლებრივი შეფასება, არც პროცესს და არც მის შედეგს.
შესაბამისად, ეს შედეგები არ არის გაზიარებული და არ არის აღიარებული“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.