მიანმარში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

მიანმარში საქართველოს ორი მოქალაქე – მალხაზ ნარმანია და რევაზ ჯანჯღავა დააკავეს, რომლებიც ქვეყნიდან მოპარული 90 ათასი დოლარის გატანას ცდილობდნენ. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქ იანგონის აეროპორტში დააკავეს. მათ ფული საცვალში ჰქონდათ დამალული.
ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს ფული ქართველებმა სავალუტო ჯიხურიდან 21 აპრილს მოიპარეს. ეს პირები მიანმარში ტურისტული ვიზით იყვნენ ჩასულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები