რას აცხადებს დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული – “მოვკალი და გასვენებაში 1000 ლარი მამფორიას დავახარჯე?!”

„დედა-შვილი მოვკალი და გასვენებაში 1000 ლარი გელა მამფორიას დავახარჯე?!” – აღნიშნული განცხადება ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, გიორგი ხაბელაშვილმა დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა.
როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, 3 წლის ბავშვისთვის 14 ჭრილობა როგორ უნდა მიეყენებინა.
„გავიგე, რომ მკვლელობამ აქვს ჩადენილი, მაგრამ 3 წლის ბავშვს 14-ჯერ რანაირად უნდა დავარტყა, ვერ ვხდები? შევედი, 5 ათასი ლარის ოქროულობა გამოვიტანე და გასვენებაში გელა მამფორიას 1000 ლარი დავახარჯე გზის ფულად? დედა-შვილი მოვკალი იმისთვის, რომ გასვენებაში გამეშვა კაცი?!” – განაცხადა ხაბელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქმის დასკვნითი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. რამდენიმე წუთის წინ, 12 ნაფიცი მსაჯული განაჩენის გამოსატანად გავიდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები