ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამი დღით საქართველოსთან „საზღვარს“ ჩაკეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 20, 21 და 22 აპრილს საქართველოსთან „საზღვარს“ ჩაკეტავს. სააგენტო “სპუტნიკის” ცნობით, ეს გადაწყვეტილება არჩეული „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვს „ინაუგურაციას“ უკავშირდება, რომელიც 21 აპრილს ჩატარდება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ინაუგურაცია“ ცხინვალის სტადიონზე გაიმართება. რუსეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ასევე „დონეცკის და ლუგანსკის“ რესპუბლიკებიდან, მთიანი ყარაბაღიდან და დნესტრისპირეთიდან სტუმრების ჩასვლა იგეგმება.
„საზღვარზე“ მიმოსვლა 22 აპრილიდან განახლდება.