ლავროვმა სოხუმში რუსეთის „საელჩოს“ ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სოხუმში რუსეთის „საელჩოს“ ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მინისტრმა რუს დიპლომატებს ახალი შენობის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, ახალი საელჩო „რუსი დიპლომატებისთვის და აფხაზეთში მათი მეგობრებისთვის მეორე სახლი იქნება“.
ლავროვი ოკუპირებულ რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. დღეს ის რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოფიციალურმა თბილისმა გააპროტესტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები