ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას აპირებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, ლავროვი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.