დონის როსტოვში აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.
„ბი ბი სის“ ცნობით, აფეთება ერთ-ერთი სკოლის მახლობლად მოხდა. „მამაკაცმა საეჭვო ნივთი ხელში აიღო და ამ დროს ის აფეთქდა, კაცს აფეთქებამ თითები მოაწყვიტა, ასევე ის მუცლის არეში დაიჭრა“ – განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ადგილობრივმა სამართალდმცველმა სამსახურებმა.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები